6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დღეს, 14:13
36
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის კამჩატკის ფილიალის ცნობით, კამჩატკის სანაპიროსთან 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
რეგიონული საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მოსალოდნელია 19 სმ სიმაღლის ცუნამი.
მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 279 კმ-ში იყო. ბიძგების ეპიცენტრი 25,9 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.
აღსანიშნავია, რომ დღის დასაწყისიდან კამჩატკასთან სულ 28 აფტერშოკი დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს, კამჩატკის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადდა ცუნამის საშიშროება და ტალღებმა რამდენიმე სანაპირო ზოლი დატბორა. რამდენიმე შენობა დაზიანდა.
მიწისძვრის გამო, ცუნამი დაატყდა თავს აშშ-ისა და იაპონიის სანაპიროებსაც.