ღამით ბავშვების ოთახს კეტავდა, რომ შვილებთან არ შევსულიყავი… 6 თვის საბა იმის გამო სცემა, რომ ტიროდა, შვილებისთვის არაფერი გაიმეტა” – სკანდალური ინტერვიუ ლუკა კურტანიძის ყოფილ ცოლთან
ლუკა კურტანიძის დაკავების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება მის პირად ცხოვრებაზე გადავიდა. მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ, საჯაროდ ისაუბრა ძალადობისა და მატერიალური პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც მედიაში ლუკა კურტანიძის მეორე ცოლიც გამოჩნდა.
ინტერვიუში ქეთი ყველაშვილი, ლუკა კურტანიძის მეორე მეუღლე, გვიამბობს თავიანთი ურთიერთობის შესახებ. ქალი იხსენებს იმ რთულ პერიოდს, როცა ლუკას ხელისუფლების მხრიდან დევნიდნენ და ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა. ის ასევე საუბრობს ქორწინების შემდეგ ლუკას ქცევის რადიკალურ ცვლილებაზე, ფიზიკურ ძალადობასა და იძულებით დაშორებაზე. ყველაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხათუნა მიქაცაძესთან შეთანხმებული იყო და აცხადებს, რომ ლუკა კურტანიძის შვილები დღემდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან, რაც მისთვის დიდი ტკივილია, რადგან ლუკა კურტანიძემ ქონების უმეტესი ნაწილი გადამალა და არაფერი დაუტოვა
– ლუკა რომ გაიცანით, პირველ მეუღლესთან დაშორებული იყო?
დიახ, რა თქმა უნდა. ერთმანეთი სამების ტაძარში გავიცანით, საერთო მოძღვარი გვყავდა. მრევლი მოსალოცად მივდიოდით და მამაოს მანქანა გაუფუჭდა. ლუკას დაურეკა და ჩვენი წაყვანა სთხოვა. სპორტულად არ ვცხოვრობდი, ხელოვან ხალხთან მაქვს ურთიერთობა და არც ვიცოდი ლუკა ვინ იყო. მეორედ ნათლისღებას შევხვდით ერთმანეთს, მაშინაც შემთხვევით. ლუკა მიყვებოდა, რომ მისი პირველი მეუღლე მორჩილად ცხოვრობდა ბოდბის მონასტერში და მის სამ შვილს, ლუკას და პატრონობდა.
ერთი წლის შემდეგ დავიწყეთ ურთიერთობა. პირველი შვილი საბა შეგვეძინა. წყნეთში ვცხოვრობდით. ერთ წელიწადში გოგონა ანა-მარია შემეძინა, ამ დროს უკვე ორთაჭალაში გადმოვედით საცხოვრებლად. საბა ახლა 17 წლის არის, ანა-მარია 15 წლის.