სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ქართული შოუბიზნესის ყველაზე მყარი ქორწინებები

გუშინ, 13:36
30

 და მყა­რი ქორ­წი­ნე­ბა არა მარ­ტო უცხო­ეთ­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­შიც ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­სა­ბა­მო ცნე­ბე­ბია, მაგ­რამ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, რო­გორც სა­ზღვარ­გა­რეთ, ისე სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს. წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე მყარ შო­უ­ბიზ­ნე­სურ ქორ­წი­ნე­ბებს და ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­მა ვერ დათ­მეს.


ლელა და მა­მუ­ლი­ჩა


მათ­ზე თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ წლებ­მა ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. ერთ საქ­მეს აკე­თე­ბენ, ყველ­გან ერ­თად და­დი­ან, რად­გან კახა ლე­ლას პრო­დი­უ­სე­რია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ წყვილს ერ­თმა­ნე­თი არა­სო­დეს ჰბეზ­რდე­ბა და მათ ქორ­წი­ნე­ბას ბზა­რი არ გას­ჩე­ნია. უც­ნა­უ­რია ისიც, რომ პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, იშ­ვი­ა­თად გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ჭორი მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც არ და­უ­ჯე­რე­ბი­ათ. კა­ხას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი ვაჟი ჰყავს, ლე­ლას­თან კი ერთი გო­გო­ნა – მა­რი­კო.


ნინო და გი­ორ­გი


ნინო ჩხე­ი­ძის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მის მე­უღ­ლეს, გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვილს მი­უ­ძღვის. მე­უღ­ლეს ფი­ნან­სე­ბი არ და­უ­შუ­რე­ბია, რომ ნი­ნოს­თვის შე­სა­ბა­მი­სი სტუ­დია, იმი­ჯი და კა­რი­ე­რა შე­ექ­მნა. არც მისი სა­ხე­ლო­ბის ღვი­ნი­სა და შო­კო­ლა­დის გა­მოშ­ვე­ბა­ზე უთ­ქვამს უარი.


დღეს ჩხე­ი­ძეს ხში­რად იწ­ვე­ვენ კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე, კარ­გად იყი­დე­ბა მისი სიმ­ღე­რე­ბის დის­კე­ბი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­მო­სა­ვა­ლიც აქვს. ამ წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჭორი არა­სო­დეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. ჰყავთ ერთი გო­გო­ნა, მა­რი­კო. ბიზ­ნეს­მე­ნი კო­რა­ხაშ­ვი­ლი იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ნინო ჩხე­ი­ძის ქმრის სტა­ტუ­სით.



გიო და მაია


გიო ხუ­ციშ­ვი­ლი­სა და მაია ჯორ­ჯა­ძის წყვი­ლი ბევრ წელს ით­ვლის. გიო წლე­ბია, ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, არ იკ­ლებს ქე­იფს, კონ­ცერ­ტებ­ზე ხში­რად გა­მო­დის და მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, მაგ­რამ ეს არ გამ­ხდა­რა მი­ზე­ზი, რომ წლო­ბით ნა­შე­ნე­ბი ოჯა­ხის­თვის ჩრდი­ლი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

რეკომენდირებული