ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა By user აგვ
1-08-2025, 15:48
48
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
სანაპიროს ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია.