სულ ვიდეოების რაოდენობა 11

გალის სოფელში, ზღვაში მე-10 კლასელი გოგო დაიხრჩო

დღეს, 10:07
14

მძიმე ტრაგედია მოხდა დღეს გალის სოფელ გაგიდეში. გავრცელებული ცნობით, გალის 1-ელი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი ელენე ჭოლარია ზღვაში დაიხრჩო.


მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.


„ეს ანგელოზი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში. თანავუგრძნობთ და გამძლეობას ვუსურვებთ ოჯახს, ნათესავებს , მთლიანად რაიონს! “მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ ზღვასთან, მდინარესთან. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!”.


„დღეს საშინელება დატრიალდა აფხაზეთში სოფელ გაგიდაში, ზღვაში დაიხრჩო ქალაქ გალის 1-ლი საშუალო სკოლის მე-10 კლასელი, ანგელოზი გოგონა ელენე ჭოლარია თანავუგრძნობთ მის ოჯახს, სკოლას, მეგობრებს…ნათელში განისვენოს ელენეს უმანკო სულმა“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

რეკომენდირებული