ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის ადვოკატი .ეს ყველას გაგაკვირვებთ
ჩვენი მხარე ითხოვს პატიმრობას, რადგან აღნიშნული პიროვნება საშიშია საზოგადოებისთვის და საფრთხეს წარმოადგენს ხათუნა მიქაცაძისთვის, - ამის შესახებ ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლის, ხათუნა მიქაცაძის ადვოკატმა, თამარ ნებიერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება არ აღმოჩნდა პრევენციული და შემაკავებელი.
„ჩვენი მხარე ითხოვს პატიმრობას, რადგან აღნიშნული პიროვნება საშიშია საზოგადოებისთვის და საფრთხეს წარმოადგენს ხათუნა მიქაცაძისთვის. საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა, ანუ საპატრულო პოლიციის გამოძახება არ აღმოჩნდა პრევენციული და შემაკავებელი“, - განაცხადა თამარ ნებიერიძემ.
ადვოკატის განმარტებით, სახლი, სადაც შემთხვევა მოხდა, ელდარ კურტანიძის საკუთრებას არ წარმოადგენს.
„ამახინჯებენ ინფორმაციას, რომ ორდერი იყო გამოცემული და ხათუნა მიქაცაძე მიუვარდა სახლში - არა, ის საკუთრება ელდარ კურტანიძის საკუთრებას არ წარმოადგენს. აღნიშნული ქონება წილობრივი საკუთრებით ეკუთვნოდა ელდარ კურტანიძეს და ხათუნა მიქაცაძეს, დამცავი ორდერის გამოცემის შემდგომ ელდარ კურტანიძემ წილი ფორმალური თუ მოჩვენებითი გარიგებით გადააფორმა მის ამჟამინდელ მეგობარ ქალზე - სოფიო მეფარიშვილზე“, - განაცხადა თამარ ნებიერიძემ.
ნებიერიძის ინფორმაციით, ხათუნა მიქაცაძეს თავის დარტყმის შედეგად აღენიშნება ტვინის შერევა და ხელზე, ფეხზე და ყელზე სხვადასხვა სახის დაზიანებები.