“დრო იწურება… ვთხრი საფლავს, რომელშიც ალბათ, მე ჩამაწვენენ” – ახლახან, უმძიმესი ვიდეო გავრცელდა
დღეს, 12:44
66
ღაზაში, ბუნკერში მყოფ ისრაელელ მძევალს, ევიათარ დავიდს საკუთარ საფლავს.
კადრებში ადვილად შესამჩნევია, რომ მძევალი ნაშიმშილები და დასუსტებულია
,,დღეს 27 ივლისია, შუადღის 12:00 საათი, არ ვიცი რას შევჭამ. რამდენიმე დღეა, არ მიჭამია.
ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ დიდი ხანია”, – ამბობს ვიდეოში ტყვე.
შემდეგ კი ის, ტერორისტების სავარაუდო კარნახით, ამბობს:
,,დრო იწურება… ვთხრი საფლავს, რომელშიც ალბათ, მე ჩამაწვენენ”.
მედიასაშუალებებს დავიდის ოჯახის წევრებმა დართეს ვიდეოს გამოქვეყნების ნებართვა.
წყარო: “რადიო თბილისი”