თითქოს ვიღაც ექსპერიმენტს ატარებს ერზე - როდესაც ამხელა ბრგე კაცებს მოჰყავთ დაკავებული ეს პატარა ქალი და ის თავს ითავისუფლებს, თურმე თავდასხმაა“ - ირმა სოხაძე
საზოგადოება
04.08.2025 / 11:08
შრიფტის ზომა:
“თითქოს ვიღაც ექსპერიმენტს ატარებს ერზე - როდესაც ამხელა ბრგე კაცებს მოჰყავთ დაკავებული ეს პატარა ქალი და ის თავს ითავისუფლებს, თურმე თავდასხმაა“ - ირმა სოხაძე
“თითქოს ვიღაც ექსპერიმენტს ატარებს ერზე - როდესაც ამხელა ბრგე კაცებს მოჰყავთ დაკავებული ეს პატარა ქალი და ის თავს ითავისუფლებს, თურმე თავდასხმაა“ - ირმა სოხაძე
“ყოველ დღე უფრო მძიმე, უფრო დაუჯერებელი და წარმოუდგენელი რეალობის წინაშე ვდგებით. თითქოს ვიღაც ექსპერიმენტს ატარებს სრულიად ერზე,“ - ამის შესახებ მომღერალმა და მუსიკოსმა ირმა სოხაძემ “ტელეკომპანია პირველის“ ეთერში, დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო განრიდების ის ფორმა, თუ როგორ მოექცნენ მას მანდატურები სასამართლოში.“ყველა ლაბილური ემოციებით ვართ, ყველაფერზე გვეტირება, საოცრად გაშიშვლებული გვაქვს ემოციები, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო წელიწად ნახევარია... მესმის, რომ თანდათან ტვინი ყველაფერს ეგუება. გუშინ მიუღებელი, დღეს მისაღები ხდება. ალბათ იმასაც რაღაცნაირად მივიღებთ, რასაც ხვალ გვიმზადებენ, მაგრამ დღეს ვერ წარმოგვიდგენია. თუმცა არის რაღაცები, რასაც ვერ ვიღებთ, იმიტომ რომ ამასაც აქვს ზღვარი.
ნინოს არ ვიცნობ პირადად, მაგრამ ეს არ არის მთავარი. პირველივე კადრიდან, როდესაც სამ მანდატურს, ამხელა ბრგე კაცებს მოჰყავთ დაკავებული ეს პატარა ქალი და ის გააფთრებული თავს ითავისუფლებს - თურმე ეს თავდასხმაა. მე არ ვიცი რას ვიზამდი იმ მომენტში, ალბათ გადახვალ ჭკუიდან. შეურაცხმყოფელია... ჯერ ხელი როგორ უნდა მოგკიდოს ვიღაცამ, როგორ უნდა გაგათრ
იოს ასე.