სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ყველა ოჯახი მიიღებს 3000 - 4500 ლარს თუ… – ნახეთ, ვის გადაეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება?

გუშინ, 10:36
128

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა:


I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;

II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;

III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.


ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:


I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი;

II შვილი – 300 ლარი;

III შვილი – 450 ლარი;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.


ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.


ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;


ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს “მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის” სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.


საკრებულოს დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის” დამტკიცების შესახებ იხილეთ ბმულზე.


ასევე დაგაინტერესებთ:

რეკომენდირებული