გული მეწვება... ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადამიანები დღეს სხედან სახლში..." - რატომ წუხს ნინი ბადურაშვილი და ვის მიმართავს მომღერალი
30-07-2025, 15:00
226
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ქართულ შოუბიზნესში არსებულ უძრაობის ხანაზე ჩივის და ფეისბუქის პირად გვერდზე ამის შესახებ წერს:
"რამდენიმე დღის წინ შევხვდი ერთ ძალიან ნიჭიერ ბიჭს, რომელიც ერთ დროს ძალიან მოთხოვნადი, თავის საქმეში რეალიზებული და მოტივირებული იყო... ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს საქმეზე, თუ რა ხდება ჩვენს სფეროში, ის რომ ხელოვანებს საერთოდ დაკარგული აქვთ იმედი, მონდომება და სურვილი იმისა, რომ რამე ახალი შექმნან, რადგან არსებული რეალობა არ აძლევთ ამის საშუალებას!