სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ყველას მოგიკიხავთ ციხეში...ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები.." - რა უთხრა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებს, მისი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ (ვიდეო

30-07-2025, 12:03
45

ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.


მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.


პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.



აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

რეკომენდირებული