სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ექსპერტიზამ მომკლა მაშინ, პატარა თავს იცავდა, პატარა ხელებით ეწინააღმდეგებოდა…“ – ადვოკატი მარიამ ჩხეიძე, მაგდა პაპიძის საქმეზე

30-07-2025, 08:23
242

სახლში (ქმარი და შვილი ჯერ ისევ კართან არიან მისივე ჩვენებით) გამოიტანა ურო ნაყიდი დანაშაულის იარაღი რითაც მოკლა ქმარი და გადააგდო. სასამართლოში ჰკითხეს ქმარი და შვილი უგონო მდგომარეობაში რომ ნახე კართან, რატომ შებრუნდი სახლში, გამოიტანე ურო და გადააგდეო (ჩვენებაში ასე ამბობდა).


ქმარს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, მეგონა ომარი მთვრალი იყო და რომ გამოფხიზლდება, რამე არ დამიშავოს ამ უროთიო. თან პირველი რეაქცია არა ყვირილი, არამედ ეგ იყო.


რეალურად რა მოხდა? მოკლა ქმარიც და შვილიც. გაყვანა უნდოდა ორივესი მანქანამდე..შემდეგ სადმე დაუსახლებელ ადგილზე დაწვავდა გვამებს და ვერავინ გაიგებდა… ბავშვის ცხედარი ადვილად ჩადო მანქანაში, რა თქმა უნდა. მეუღლის გვამს ვეღარ მოერია, რომელიც სპეცრაზმელი იყო. გამოიწვია ხმაური რაზედაც გამოვიდნენ მეზობლები. ამ გადაადგილებისას და გარკვეული პროცესებისას მოხდა ორსულობის შეწყვეტა. არც ძალადობა დადასტურებულა მის მიმართ. არც მეუღლის მხრიდან არც სამართალდამცავ ორგანოში.


სპეციალურად თავი შევიკავე, მაგრამ ვატყობ რომ მაკრატლის ეპიზოდი საჭიროა. მაგდას დედამთილის და სხვა მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა რომ თოკო ქაფიაშვილს სიცოცხლის ბოლომდე ფეხზე იარა ჰქონდა. რატომ? ბავშვმა იცელქა და დედამ ფეხში მაკრატელი ჩაარტყა. ეს იყო ერთადერთი ეპიზოდი სადაც მეზობლები იხსენებდნენ, რომ მათი სახლიდან ხმამაღალი კამათის ხმა გავიდა. ფაქტს მაგდას მეუღლე ომარ ქაფიაშვილი შეესწრო, რაზედაც ჰქონდა რეაქცია.


სასამართლოს შესვენებაზე მაგდას დედამ და დამ მაგდას ქმრის ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი გაუბედურებული ადამიანი დაიმარტოხელეს საპირფარეშოსთან და სცემეს..სახე აღარ ჰქონდა ქალს! თქვენ არ გინახავთ ძალიან ბევრს, იქ რა ხდებოდა და რა სიტუაცია იყო და ახლაც ძალიან ბევრ რამეზე ვიკავებ თავს, სხვა ქალები რომ არ დავაზიანო. მაგდა პაპიძის დაცვით, სხვა ქალთა უფლებები არ დააზიანოთ ზოგიერთმა. იმ ქალთა უფლებები, ვინც ძალადობის და სისტემის მსხვერპლია. მაგდა პაპიძე არც ძალადობის მსხვერპლია, არც სისტემის“.



რეკომენდირებული