სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ტრამპი ულტიმატუმების თამაშს თამაშობს რუსეთთან…მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით! ორი რამ უნდა გახსოვდეთ …”- მედვედევი ტრამპს პასუხობ

29-07-2025, 10:34
29

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ყოველი ახალი ულტიმატუმი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვს უყენებს, ომისკენ გადადგმული ნაბიჯია.


ამის შესახებ მედვედევი სოციალურ ქსელ x-ზე წერს.


„ტრამპი ულტიმატუმების თამაშს თამაშობს რუსეთთან: 50 დღე ან 10. მას ორი რამ უნდა ახსოვდეს:


1) რუსეთი ისრაელი ან ირანი არ არის.


2) ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის ქვეყანასთან. მძინარე ჯოს გზას ნუ გაჰყვებით“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

რეკომენდირებული