სულ ვიდეოების რაოდენობა 11

თავდაცვის უწყების ექს მაღალჩინოსნების სკანდალური საქმე: "შავი წრე" ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო - რა არის ცნობილი დაკავებულებზე, რომელთაგან ერთი მისი ცოლის ძმაა?

28-07-2025, 20:14
19

 თავდაცვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას, ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი­სა და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ცო­ლის ძმის, ვა­სილ მხე­ი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა.


სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 10:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.


ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.საინფორმაციო პორტალი

თავდაცვის უწყების ექს მაღალჩინოსნების სკანდალური საქმე: "შავი წრე" ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო - რა არის ცნობილი დაკავებულებზე, რომელთაგან ერთი მისი ცოლის ძმაა?

18:48 / 28-07-2025

თავდაცვის უწყების ექს მაღალჩინოსნების სკანდალური საქმე: "შავი წრე" ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო - რა არის ცნობილი დაკავებულებზე, რომელთაგან ერთი მისი ცოლის ძმაა?

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას, ამა­ვე სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი­სა და ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ცო­ლის ძმის, ვა­სილ მხე­ი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა.


სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 10:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.


ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.



სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის პო­ზი­ცია ცნო­ბი­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას - პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს. უც­ნო­ბია, რა პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა დაც­ვის მხა­რეს.


ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­უ­რი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს, ვა­სილ მხე­ი­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს, რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას, მისი პო­ზი­ცია ბრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით უც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან არ კონ­ტაქ­ტობს.


თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას, იმა­ვე სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ უფ­როსს, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­ურს და თავ­დაც­ვის იმ­დრო­ინ­დე­ლი მი­ნის­ტრის ცო­ლის ძმას, ვა­სილ მხე­ი­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­უ­ყე­ნეს.

ღუ­დუ­შა­ურ­სა და გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვას ედა­ვე­ბი­ან, ვა­სილ მხე­ი­ძეს კი გაფ­ლან­გვა­ში დახ­მა­რე­ბას.


ბრა­ლის მი­ხედ­ვით, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვამ და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის იმ­დრო­ინ­დელ­მა უფ­როს­მა, ვლა­დი­მერ ღუ­დუ­შა­ურ­მა ბურ­ჭუ­ლა­ძის ცო­ლის ძმის, ვა­სილ მხე­ი­ძის დახ­მა­რე­ბით, სა­მი­ნის­ტროს მიერ სამ­ხედ­რო ჰოს­პიტ­ლის­თვის, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფის აპა­რა­ტის შე­ძე­ნის პრო­ცეს­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო შექ­მნეს, რის შე­დე­გა­დაც, არა­რე­ა­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბის გზით გა­ი­ზარ­და აპა­რა­ტის რე­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რის შე­დე­გა­დაც, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი 1 333 728 ლარი გაფ­ლან­გეს.


გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის გაფ­ლან­გვის და გაფ­ლან­გვა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“, „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რეკომენდირებული