სულ ვიდეოების რაოდენობა 11

ელდარ კურტანიძე ამას არ დაემორჩილა, გატეხა საკეტი და შეაღწია სახლში. ამის შემდეგ ხათუნამ გაიარა მის საკუთრებაში არსებულ სახლთან და..." - რას ჰყვება ხათუნა მიქაცაძის ადვოკატი

28-07-2025, 19:26
456

ჩვე­ნი მხა­რე ითხოვს პა­ტიმ­რო­ბას, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძის­თვის", - ამის შე­სა­ხებ ლუკა 

"ელდარ კურტანიძე ამას არ დაემორჩილა, გატეხა საკეტი და შეაღწია სახლში. ამის შემდეგ ხათუნამ გაიარა მის საკუთრებაში არსებულ სახლთან და..." - რას ჰყვება ხათუნა მიქაცაძის ადვოკატი
"ელდარ კურტანიძე ამას არ დაემორჩილა, გატეხა საკეტი და შეაღწია სახლში. ამის შემდეგ ხათუნამ გაიარა მის საკუთრებაში არსებულ სახლთან და..." - რას ჰყვება ხათუნა მიქაცაძის ადვოკატი

"ჩვე­ნი მხა­რე ითხოვს პა­ტიმ­რო­ბას, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძის­თვის", - ამის შე­სა­ხებ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის ყო­ფი­ლი ცო­ლის, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძის ად­ვო­კატ­მა, თა­მარ ნე­ბი­ე­რი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა პრე­ვენ­ცი­უ­ლი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი.

"ჩვე­ნი მხა­რე ითხოვს პა­ტიმ­რო­ბას, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სა­ში­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძის­თვის. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თან­ხლე­ბით მოხ­და მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ანუ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა პრე­ვენ­ცი­უ­ლი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ნე­ბი­ე­რი­ძემ.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სახ­ლი, სა­დაც შემ­თხვე­ვა მოხ­და, ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძის სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

"ამა­ხინ­ჯე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ორ­დე­რი იყო გა­მო­ცე­მუ­ლი და ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძე მი­უ­ვარ­და სახ­ლში - არა, ის სა­კუთ­რე­ბა ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძის სა­კუთ­რე­ბას არ წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა წი­ლობ­რი­ვი სა­კუთ­რე­ბით ეკუთ­ვნო­და ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძეს და ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს, დამ­ცა­ვი ორ­დე­რის გა­მო­ცე­მის შემ­დგომ ელ­დარ კურ­ტა­ნი­ძის წილი ფორ­მა­ლუ­რი თუ მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გა­რი­გე­ბით გა­და­ა­ფორ­მა მის ამ­ჟა­მინ­დელ მე­გო­ბარ ქალ­ზე - სო­ფიო მე­ფა­რიშ­ვილ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ნე­ბი­ე­რი­ძემ.

  • ნე­ბი­ე­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს თა­ვის დარ­ტყმის შე­დე­გად აღე­ნიშ­ნე­ბა ტვი­ნის შე­რე­ვა და ხელ­ზე, ფეხ­ზე და ყელ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

რეკომენდირებული