სულ ვიდეოების რაოდენობა 11

სასიხარულო ინფორმსცია ერთჯერადად მერიისგან 450 ლარიანი დახმარება იქნება, როდიდან ამოქმდდება ეს წესი – ნახეთ, ხართ თუ არა სიაში

გუშინ, 20:16
173

თბილისის მერია მაგისტრატურის საფეხურის წარმატებული სტუდენტებს დააფინანსებს. როგორც STUDINFO.GE-ს თბილისის მერიაში 24 ნოემბერს განუცხადეს, თუ გასულ სემესტრში მაგისტრანტმა სემესტრი წარმატებით დახურა, მას მერიისგან ერთჯერადად 450 ლარი ჩაერიცხება. პროგრამაში ჩასართავად, რომელიც ფინანსური წახალისების გაცემას ითვალისწინებს, მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, აუცილებელია, მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, თბილისში რეგისტრირებული (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა), აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი იყოს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფინანსური წახალისების პროგრამაში ჩართვა, შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იქნება შესაძლებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტი.

რეკომენდირებული