ახლახანს სამწუხარო იფნორმაცია ვრცელდება სამი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი,მათზე განხორციელდა თავდასხმა,რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა.
უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამივე პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.