სულ ვიდეოების რაოდენობა 11

თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა და აფეთქდა – უმძიმესი დეტალები

გუშინ, 10:22
115

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საუთენდის აეროპორტთან, მცირე ზომის სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.


თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა და აფეთქდა. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი პილოტი და ორი მგზავრია.


შემთხვევა კვირას, საღამოს მოხდა. 


ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

რეკომენდირებული