20 წლის შემდეგ, სერიალი "ცხელი ძაღლის" გადაღებები გაგრძელდება
დღეს, 18:30
49
20 წლის შემდეგ, სერიალი "ცხელი ძაღლის" გადაღებები გაგრძელდება. ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში "სივრცე ანასტასიასთან" განაცხადა.
„პარალელურად ორი სერიალის გადაღება დაიწყო. ერთი „იუთუბ სერიალია“ - ,,უსამშობლოები". ამ სიცხეებში, აგვისტოში როგორ გადავიღებთ არ ვიცი, თუმცა იმედს ვიტოვებ საინტერესო იქნება.
რაც ყველაზე მთავარია და პირველად ვასაჯაროებ ამ ინფორმაციას, რომ 20 წლის შემდეგ სერიალ ,,ცხელ ძაღლს" ვაგრძელებთ. წინასწარ ძნელია რამის გაცხადება, მაგრამ იმედია, მაყურებელისთვის საინტერესო იქნება“, - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.