სულ ვიდეოების რაოდენობა 6

დაღუპულებს შორის 28 ბავშვია...“ - ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან - ტეხასში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

დღეს, 14:06
18

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 82 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვია.


კერის ოლქის მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანული საზაფხულო ბანაკიდან  11 მოზარდი და ბანაკის ხელმძღვანელი ისევ დაკარგულად ითვლებიან.


ტეხასის გუბერნატორი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კვლავ არსებობს სტიქიის განმეორების საშიშროება და კერის ოლქში ჰანტის მოსახლეობას შემაღლებულ ადგილებზე გადასვლისკენ მოუწოდეს.

რეკომენდირებული