სულ ვიდეოების რაოდენობა 6

სისხლიანი გარჩევა თბილისში: დაჭრილია ორი პირი - რა დეტალები ხდება ცნობილი

გუშინ, 22:52
7

თბი­ლის­ში ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ორი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან ორზე მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ე. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 9-დან 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ორ პირს: 1982 წელს და­ბა­დე­ბულ რ.ს.-ს და 1984 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ღ.-ს, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ი.ე. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე - ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "მ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ან ორზე მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რეკომენდირებული