სულ ვიდეოების რაოდენობა 11

6 ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. მდგომარეობა მძიმეა” – მომხდარი დაპირისპირების დეტალები

გუშინ, 16:56
63

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში 35 წლამდე მამაკაცი ცივი აირაღით დაჭრეს.


არსებული ცნობებით, დაშავებულს ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.


როგორც “მოზაიკა” ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, ფიზიკური დაპირიპირება ძველ კონფლიქტს მოჰყვა.


“წუხელ მოხდა. 6 ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. მდგომარეობა მძიმეა, ოპერაცია გაუკეთეს წუხელვე და როგორც ვიცით, კიდევ სჭირდება ქირურგიული ჩარევა“ – უთხრეს “მოზაიკას”.


მომხდართან დაკავშირებით “მეტრონომი” შსს-ს დაუკავშირდა, როგორც შსს-მ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, შემთხვევასთან დაკავშირებით ცნობები ზუსტდება.

რეკომენდირებული