დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი – მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ”- საშინელი ავარიის დეტალები
დღეს, 10:06
14
პირველადი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში და ქობულეთის რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ პირველადი გადაუდებელი დახმარება უტარდებათ.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.