ავარია რიკოთზე: თვითმხილველების თქმით, ავტობანზე ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა – რამდენიმეკილომეტრიანი საცობია: კადრები ადგილიდან
ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
ამ წუთებში, რიკოთზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, მოძრაობის შეფერხება ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.
არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, დამატებით დეტალებს ვარკვევთ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
განახლება:
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთზე მომხდარი ავარიის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია განცხადებაში.