სულ ვიდეოების რაოდენობა 11

მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია... დამნაშავეს 5 წელი მოაკლეს პატიმრობის" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა

გუშინ, 13:49
161

 წლის ივ­ნის­ში, თბი­ლი­სის ერთ უბან­ში, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სევა შა­მო­ი­ა­ნი ცო­ცხლად იწო­და - მა­მა­კა­ცი კი, რო­მელ­მაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ასე გა­ი­მე­ტა, უყუ­რებ­და და არა­ფერს აკე­თებ­და. უმ­ძი­მეს შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ტე­ლე­ფო­ნით მუ­ქა­რე­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფა. ის, რაც იმ დღეს მოხ­და, არა მხო­ლოდ სევა შა­მო­ი­ა­ნის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის იყო შოკი.


სე­ვამ გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ის დღემ­დე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის, ამ­ჯე­რად საფ­რან­გეთ­ში. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სრულ­და, დამ­ნა­შა­ვეს 17 წელი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მუხ­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და სას­ჯელს 5 წელი მო­აკ­ლო.


და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი შალ­ვა გო­გო­ლა­ძე, ახლა ცი­ხე­ში სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით ზის.


სევა კი თა­ვის ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს: უკვე არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნის­თვის, არა­მედ იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყოს. თე­რა­პი­ას საფ­რან­გეთ­ში გა­დის. სა­უბ­რი­სას ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს, მაგ­რამ გვიყ­ვე­ბა თა­ვის ახ­ლან­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე და ნა­ნობს, რომ მას­ზე ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან პო­ლი­ცი­ას არ მი­მარ­თა

რეკომენდირებული