“ბევრი მეკითხებოდით…” – ნინი ბადურაშვილი განცხადებას ავრცელებს
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული, ქართულ-თურქული დრამის, სახელად „ხიდი“ საქართველოს კინოთეატრებში ხილვა მაყურებელს 14 აგვისტოდან შეეძლება.
ფილმში ქართველი მომღერალი, ნინი ბადურაშვილი და თურქი მსახიობი, ემრე კიზილირმაკი მონაწილეობენ.
სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ნინი ბადურაშვილმა და დაწერა, რომ ფილმის ნახვა კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია:
„ბევრი მეკითხებოდით თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი ფილმის ნახვა კინოთეატრებში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 14 აგვისტოდან შეგიძლიათ იხილოთ ფილმი ,,ხიდი’’ საქართველოს კინოთეატრებში“, – წერს ნინი ბადურაშვილი და კინოაფიშის პოსტერს ავრცელებს.
Kinoafisha.ge ინფორმაციით, ქართულ-თურქული დრამა რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული:
„წარმატებული თურქი ბიზნესმენი, მოულოდნელად გაიგებს, რომ საქართველოში ნახევარძმა ჰყავს. ამ ახალი ამბით შთაგონებული, ის მიემგზავრება საქართველოში, რათა იპოვოს თავისი დაკარგული ოჯახის წევრი და ამავე დროს, გაარკვიოს მამის გარდაცვალების იდუმალი დეტალები.
14 აგვისტოდან კინოთეატრებში – ნინი ბადურაშვილი და ემრე კიზილირმაკი ფილმში „ხიდი“, – წერს Kinoafisha.ge