სულ ვიდეოების რაოდენობა 5
რეკლამა
რეკლამა

"მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა…" - რა ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალები?

14-06-2025, 22:26
367

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

"მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა… ირანული თავდასხმა გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტაა გაშვებული“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მედიის ცნობით, თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.

ისრაელის თავდაცვის ძალები საზოგადოებას მოუწოდებენ რაკეტების დარტყმის ლოკაციები და ფოტოები არ გაავრცელონ, ვინაიდან „მტერი თვალს ადევნებს კადრებს საკუთარი შეტევითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“.

"ინტერპრესნიუსი"

რეკომენდირებული