სულ ვიდეოების რაოდენობა 11

დილიდან კარგი ამბავია, ახალახანს ხდება ცნობილია როგორია თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა თურქეთში მკურნალობისას ვრცელდება ვიდეო ....

გუშინ, 16:37
208

ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში რჩება და იქ აგრძელებს მკურნალობას.


„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად კლინიკაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, მათ შორის არის მამა დავით რიჟვაძე.


7 ივლისს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობაზე.თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ფილტვი ჰქონდა დაზიანებული.


მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილსა და კობახიძეს ოჯახის დაცვას სთხოვდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა საგარეჯოში, ბათუმის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი უფროსის, ალექსი ახვლედიანი სახლში სცადა.


სამართალდამცველებმა ახვლედიანი იმავე დღეს დააკავეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.


თორნიკე რიჟვაძეს პირველი სასწრაფო ოპერაცია საგარეჯოს კლინიკაში გაუკეთეს, შემდეგ კი ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან თორნიკე რიჟვაძე, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა განმარტა, ოჯახის მოთხოვნით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.


თორნიკე რიჟვაძემ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა. მან თანამდებობის დატოვების შესახებ ფეისბუქგვერდზე დაწერა.


თანამდებობის დატოვებიდან მალევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თორნიკე რიჟვაძეს „ფულს სთხოვდნენ“ და არაოფიციალურად დაკავებული ჰყავდათ მამამისიც, დავით რიჟვაძეც.


9 ივლისს არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის სანახავად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა, იქ მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია.


10 ივლისს კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ „მას და მის მეგობრებს“ „არავითარი პრეტენზია არ აქვთ“.

რეკომენდირებული