დღის ამბები საშინელებაა მასშტაბური ავარია რომელიც ახლახანს მოხდა - შემთხვევას მსუბუქ ავტომობილში მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
23-07-2025, 17:20
81
მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - თექირდაღში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და რძის გადამზიდი ცისტერნა შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, 4-ვე გარდაცვლილი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ისინი მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალნენ.
შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.