სულ ვიდეოების რაოდენობა 5
რეკლამა
რეკლამა

14 ადამიანია დაშავებული – ყვარელში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა

12-06-2025, 18:10
203

14 ადამიანი დაშავდა ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ორივე ტრანსპორტში მყოფი მგზავრებიდან, სულ 14 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსით ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები იყო მობილიზებული.

რეკომენდირებული