სულ ვიდეოების რაოდენობა 5
რეკლამა
რეკლამა

საპროტესტო აქციები აშშ-ში საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ - ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის

8-06-2025, 10:46
21

საპროტესტო აქციები აშშ-ში საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ - ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის

სა­ი­მიგ­რა­ციო რე­ი­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის 2000 ჯა­რის­კაცს აგ­ზავ­ნის, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი თეთრ სახლზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.


თეთ­რი სახ­ლის ცნო­ბით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბის გან­ლა­გე­ბის შე­სა­ხებ საპ­რე­ზი­დენ­ტო მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რა.

დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ე.წ. სა­ზღვრის მე­ფემ, ტომ ჰო­მენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი შა­ბათს გან­ლაგ­დე­ბი­ან.


კა­ლი­ფორ­ნი­ის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, გე­ვინ ნი­უსომ­მა დო­ნალდ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ეროვ­ნულ გვარ­დი­ას აგ­ზავ­ნის "არა იმი­ტომ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის, არა­მედ იმი­ტომ, რომ მათ სა­ნა­ხა­ო­ბის ხილ­ვა სურთ“.


აშშ-ის თავ­დაც­ვის მდი­ვან­მა, პიტ ჰეგ­სეტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ძა­ლა­დო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში“ პენ­ტა­გო­ნი მზად არის ლოს-ან­ჯე­ლეს­ში აქ­ტი­უ­რი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბიც გაგ­ზავ­ნოს.


ცნო­ბის­თვის, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში აშშ-ის სა­ი­მიგ­რა­ციო და სა­ბა­ჟო აღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის (ICE) მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ი­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი უკვე მე­ო­რე დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­რას­კევს, ICE-ს აგენ­ტებ­მა სა­ი­მიგ­რა­ციო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, სულ მცი­რე 44 მიგ­რან­ტი და­ა­კა­ვეს. აშშ-ის შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­რას­კევს გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით "1000 წეს­რი­გის დამ­რღვე­ვი“ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. დე­მონ­სტრან­ტებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წი­წა­კის სპრეი და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს.

რეკომენდირებული