სულ ვიდეოების რაოდენობა 5
რეკლამა
რეკლამა

"მერაბიშვილის ხელის ბიჭის ცოლი რომ ტაშს გიკრავს, ჟორჟოლიანი რომ შენთვის ფულს აგროვებს, უნდა მიხვდე, რომ არასწორ მხარეს ხარ!" - რას წერს წილოსანი და როგორ პასუხობს მას ტელეწამყვანი?

7-06-2025, 16:02
473

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რებს აკ­რი­ტი­კებს და მათ პო­ზი­ცი­ას ეჭვქვეშ აყე­ნებს.

წი­ლო­სა­ნი სა­კუ­თარ სტა­ტუს­ში ასა­ხე­ლებს ცნო­ბილ პი­რებს და მათ სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რას იყე­ნებს იმ არ­გუ­მენ­ტის­თვის, რომ "არას­წორ მხა­რეს" დგა­ნან ისი­ნი, ვინც ასეთ გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდნენ:

"ეკა კვე­სი­ტა­ძე – ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხე­ლის ბი­ჭის ცოლი რომ ტაშს გიკ­რავს, ნიკა გვა­რა­მია რომ გმი­რად გა­ცხა­დებს,

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი რომ შენ­თვის ფულს აგ­რო­ვებს, „ფრი“ მი­შას მა­ძა­ხებ­ლე­ბი რომ გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ,

ქარ­თუ­ლი ჯა­რის ნა­ძარ­ცვი ფუ­ლით და­ფი­ნან­სე­ბულ მე­დი­ა­ში რომ ზი­ხარ – უნდა მიხ­ვდე, რომ არას­წორ მხა­რეს ხარ!!!" - წერს წი­ლო­სა­ნი.

წი­ლო­სა­ნის მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბას მა­ლე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, რო­მელ­მაც ირო­ნი­უ­ლი ტო­ნით შე­ახ­სე­ნა დე­პუ­ტატს სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ურ­ჩია, გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს – გან­სა­კუთ­რე­ბით კი ბავ­შვებს – და­ეხ­მა­როს:

"არ გინ­და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი გუ­რუ­ლე­ბის­თვის ფული შე­აგ­რო­ვო? ოჯა­ხებს გა­მო­გიგ­ზავ­ნი. აგერ, ერთი გუ­რუ­ლი ბავ­შვი ქვა­ზე ცხოვ­რობს და ჯარ­თით არ­სე­ბობს.მიდი და აჩუ­ქე, კე­თი­ლო ფე­რი­ავ, რამე ამ ბავ­შვს.“

რეკომენდირებული