სულ ვიდეოების რაოდენობა 5
რეკლამა
რეკლამა

"რუსეთში დაკავებულ ბრალდებულ პაპაშვილთან დაკავშირებით, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს" - თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი

6-06-2025, 15:52
33

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის მი­მართ ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ვა­ცხა­დეთ "ინ­ტერ­პო­ლით" ძებ­ნა, ის და­კა­ვე­ბუ­ლია რუ­სეთ­ში, თუმ­ცა მან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი თურ­ქეთ­ში გა­დაკ­ვე­თა, ახლა რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა მო­თხოვ­ნას - ამის შე­სა­ხებ, 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, მე­ო­რე ბრალ­დე­ბუ­ლი, ბა­ი­რამ ალი გსე­ი­ნო­ვიც წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო, სამი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ, რომ­ლებ­საც ბრა­ლად ედე­ბათ თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბის არ­შე­ტყო­ბი­ნე­ბა. ჩვენ სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ვუდ­გენთ იმ უტყუ­არ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს, რომ ისი­ნი მკვლე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრნენ და არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

  • რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს, ჩვენ მის წი­ნა­აღ­მდეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ვა­ცხა­დეთ „ინ­ტერ­პო­ლით“ ძებ­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ ის და­კა­ვე­ბუ­ლია რუ­სეთ­ში, თუმ­ცა მან სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი თურ­ქეთ­ში გა­დაკ­ვე­თა. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი და ახლა რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა მო­თხოვ­ნას.

მე­ო­რე პირს, ბა­ი­რამ ალი გსე­ი­ნო­ვის მი­მარ­თაც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლო. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი მის მი­მართ არ შე­ჩერ­დე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, მათ მხო­ლოდ მას შემ­დეგ აღი­ა­რეს და­ნა­შა­უ­ლი, რაც გა­მო­ძი­ე­ბა მათ კვალს და­ად­გა. ორმა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, თუმ­ცა ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის (თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის დე­დის) და­კი­თხვა გვინ­და, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს და სა­სა­მარ­თლოს მო­უყ­ვე­ბა ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მის­თვის ცნო­ბილ დე­ტა­ლებს. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მისი პო­ზი­ცია სას­ჯელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც",- გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვე­ფხვა­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა და­ი­წყო, თუმ­ცა ბრალ­დე­ბულ­თა ად­ვო­კა­ტებ­მა სხდო­მის გა­და­დე­ბა მო­ი­თხო­ვეს, რად­გან მათი თქმით, მათ უნდა შე­ა­ჯე­რონ პო­ზი­ცი­ე­ბი ბრალ­დე­ბის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­და­ვოდ გახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ცნო­ბის­თვის, 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი 17 თე­ბერ­ვალს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ცე­მის შე­დე­გად, მათ შო­რის, მწვა­ნი­ლის საჭ­რე­ლი და­ფით მოკ­ლეს. ის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იპო­ვეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პირი მი­ე­ცა, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად 3 პი­რის და­კა­ვე­ბა შეძ­ლეს.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბა­ი­რამ ალი გსე­ი­ნო­ვი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ, მათ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა შეძ­ლეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლებს - ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძეს, ლუკა გვე­ნე­ტა­ძეს, საბა რო­ბა­ქი­ძეს, ბა­ი­რამ ალი გსე­ი­ნო­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ბა­ი­რამ ალი გსე­ი­ნოვს ინ­ტერ­პო­ლი ამ დრომ­დე ეძებს, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი კი სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში და­ა­კა­ვეს.

რეკომენდირებული