წამება ცხელი რკინით - 19 წლის ბრიტანელმა ბრალდებულმა ქალმა დუმილი დაარღვია
წამება ცხელი რკინით - 19 წლის ბრიტანელმა ბრალდებულმა ქალმა 2 თვის თავზე დუმილი დაარღვია. ახალგაზრდის მტკიცებით, როცა საქართველოში მოგზაურობა გადაწყვიტა, ტაილანდში კრიმინალურმა ბანდამ 12 კილოგრამამდე ნარკოტიკის წამოღება სასტიკი წამებით აიძულა. გამოძიების მტკიცებით, თბილისის აეროპორტში დაკავებულ 18 კვირის ორსულ გოგონას ჩემოდანში 12 კილო მარიხუანა და 2 კილოგრამი ჰაშიში ჰქონდა
საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახლა სასამართლო მის მძიმე საქმეზე მსჯელობს. ირკვევა, რომ ძირითადი საქმიდან გამოყოფილად განიხილება კიდევ ერთი, ახალგაზრდა ბრიტანელი ქალის წამების საქმე, რომლის დამწვარი ხელიც მოსამართლემ სხდომაზე პირდად ნახა.
ამის ჩადენა არ მსურდა, ძალადობისა და წამების ქვეშ მაიძულეს ამის გაკეთება, მე მხოლოდ მოგზაურობას ვაპირებდი, მოსიყვარულე ადამიანი ვარ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, სტუდენტი ვარ, დავეუფლე მედდის პროფესიას. მხოლოდ მოგზაურობას ვგეგმავდი და ცუდი რაღაცები გადამხდა თავს - ამტკიცებდა ბელა მეი ქალი სასამართლოზე.
ჩვენება რომელიც 19 წლის ქალმა მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მისცა, პროცესზე მყოფმა ბრიტანული გამოცემა ბი ბი სის ჟურნალისტმა გაშიფრა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.