სულ ვიდეოების რაოდენობა 5
რეკლამა
რეკლამა

ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

გუშინ, 21:32
525

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:


„ირანში შაჰის დინასტია აღდგება!


ირანის ტახტიდან ჩამოგდებული და გაძევებული უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ვაჟი — ტახტის მემკვიდრე რეზა კირ ფეჰლევი მოუწოდებს ირანელებს, აღდგნენ და დაამხონ აიათოლა ჰამენეის რეჟიმი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ-ში მცხოვრები კირ ფეჰლევი თავის ხალხს აგულიანებს, მაგრამ ამას შედეგი აქამდე არ მოჰყოლია.


თუმცა, ყველაფერი წინაა, ვინაიდან ასეთია წინასწარმეტყველება.


2008 წელი, 10 მარტი: ამერიკა მომავალში აღადგენს შაჰის დინასტიას ირანში, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკას გაატარებს. მანამდე კი მსოფლიოს წინ მესამე მსოფლიო ომი ელის.თქვენ კი გაიხსენეთ, როგორ აუარეს მონღოლებმა გვერდი საქართველოს თამარის ვაჟის — ლაშარელას მეფობისას და როგორ დალაშქრეს ლამის ნახევარი ევროპა. ისტორია ზუსტად მეორდება, ვხედავ: სწორედ ასე აუვლიან მუსლიმები გვერდს საქართველოს. ეს უფლის ნებით მოხდება და ჩემი საქართველო გადარჩება — ამინ!


2011 წელი, 27 ივლისი: ირანში აღდგება შაჰის ხელისუფლება. მისი შთამომავლები ირანში ბრუნდებიან სამეფო ტახტის დასაბრუნებლად და ამ ყველაფერს ამერიკა დირიჟორობს. ვხედავ, ხალხი სიხარულით მიიღებს შაჰის მემკვიდრეებს. იწყება ახალი ეტაპი ირანის სახელმწიფოში.

რეკომენდირებული