ცხელმა პერიოდმა გადაინაცვლა" - როგორი ზაფხული ელის საქართველოს: სითბური ტალღები, ელ-ნინიოს ინდექსი და ექსტრემალური ამინდი
როგორი ზაფხული გვექნება? - ეს კითხვა ყველანაირი გემოვნების, მოთხოვნილების, მრწამსის, ინტერესისა და ხასიათის ადამიანს აღელვებს. ამ თემაზე "კვირის პალიტრის" კითხვებს უპასუხებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე: - ზაფხული იქნება ცხელი და ნაკლებნალექიანი. პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვიმა საერთოდ არ იქნება. ზაფხულის ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +39, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს. შესაძლებელია სეზონის ცალკეულ პერიოდებში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდებიც - თბური ტალღები, გვალვა ან ძლიერი ნალექები. როგორი ზაფხული გვექნება? - ეს კითხვა ყველანაირი გემოვნების, მოთხოვნილების, მრწამსის, ინტერესისა და ხასიათის ადამიანს აღელვებს. ამ თემაზე "კვირის პალიტრის" კითხვებს უპასუხებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე: - ზაფხული იქნება ცხელი და ნაკლებნალექიანი. პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვიმა საერთოდ არ იქნება. ზაფხულის ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +39, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს. შესაძლებელია სეზონის ცალკეულ პერიოდებში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდებიც - თბური ტალღები, გვალვა ან ძლიერი ნალექები. - ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ახლანდელი პერიოდი იმაზე გრილია, ვიდრე გვახსოვს... - ზაფხული ხომ სულ ახალი დაწყებულია... - კი, მაგრამ აგერ შუაგულ მაისში თოვდა. - კლიმატურ ცვლილებას თუ გადავავლებთ თვალს, ბოლო წლებში გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტემპერატურის კლების ტენდენცია მიდის, ანუ უფრო გრილი გაზაფხული და გრილი შემოდგომა გვაქვს წინა 30 წელთან შედარებით. განსაკუთრებით აპრილში შეინიშნება ტემპერატურის კლება, მაგრამ ასე არ ხდება ზაფხულში. პირიქით, ბოლო წლებში ზაფხული სულ უფრო და უფრო ცხელია, იმ პერიოდშიც, როდესაც ცოტა გრილი უნდა იყოს, მაინც ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.ცხელმა პერიოდმაც შედარებით გადაინაცვლა. ადრე ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე იყო ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი და შუა რიცხვების შემდეგ უფრო აგრილება შეინიშნებოდა...განაგრძეთ კითხვა