ჯენიფერ ლოპესს სცენაზე კაბა ჩასძვრა - როგორ დააღწია მომღერალმა თავი უხერხულ მომენტს (ვიდეო)
28-07-2025, 13:41
51
ჯენიფერ ლოპესმა პოლონეთში, ვარშავაში გამართული კონცერტის დროს მომხდარი უხერხული შემთხვევა იუმორით მოაგვარა.
სიმღერის დროს ჯეილოს ვერცხლისფერი ქვედაბოლო ჩასძვრა და სცენაზე საცვლებით აღმოჩნდა. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
თავდაპირველად ლოპესმა გაოცებისგან ხმამაღლა შეჰყვირა და ქვედაბოლოს დაჭერა ხელით სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. დივამ თავდაჯერებულად გააგრძელა სცენაზე სიარული მხოლოდ თეთრეულით, მწვანე ბრილიანტებით გაწყობილი ლიფით, გრძელი მწვანე ხელთათმანებით და კოლჰოტით.