საქართველოში აქამდე ეს არასდროს დაგვიფიქსირებია... მოსახლეობას მოვუწოდებ, თუ აუცილებლობა არ არის, ნუ გამოვლენ სახლებიდან" - როგორია ამინდის პროგნოზი უახლოეს მომავალში 🌐ვრცლად იხილეთ კომენტარებში⤵️
მთელ დედამიწაზე ყველაზე ცხელ წელიწადად ჩაითვალა, რადგან მეტისმეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ. არც მიმდინარე წელი იქნება გამონაკლისი... "კვირის პალიტრის" სტუმარია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე.
- თუ გახსოვთ, 2024 წლის მაის-ივნისი ძალიან წვიმიანი იყო და ასე იყო წელსაც. ამ პერიოდში ბევრ ევროპულ ქვეყანაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა, თუმცა ივლისში საქართველოშიც ძალიან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა - 40 გრადუსს აჭარბებს და კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. მანამდეც, 1-2 დღეს, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, მაგრამ მერე ისევ დაეცა, ახლა კი უკვე ხანგრძლივად, თითქმის ორი კვირაა 36 და მეტი გრადუსი ფიქსირდება, რაც დამახასიათებელია კლიმატის ცვლილებისთვის. სიცხე კიდევ უფრო გაუსაძლისი იმიტომ ხდება, რომ ამ დროს ტენიანობა იზრდება, უჰაერობაა, და ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა დასავლეთ საქართველოში.
- აღმოსავლეთ საქართველოში რა ხდება?