სულ ვიდეოების რაოდენობა 11

კორპუსში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა: დაღუპულია სამი თვის ბავშვი – უმძიმესი დეტალები

13-07-2025, 14:15
747

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი თვის ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.


მედიის ცნობით, 39-მა ადამიანმა კვამლისგან ინტოქსიკაცია მიიღო. დაშავებულებს შორის 7 მეხანძრე-მაშველია.


ხანძარი ჩანკაიას რაიონში მდებარე 26-სართულიან შენობაში გაჩნდა. მაშველები დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის გასაკონტროლებლად.

რეკომენდირებული