უმძიმესი კადრები თბილისის ცენტრში - პოლიცია პენსიონერს ფიზიკურად დაუპირისპირდა
სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ესხმის თავს პოლიციალი 70 წლის პენსიონერს, რომელმაც ქუჩაში სამართალმდაცველების უკანონო ქმედებები გააპროტესტდა. პაატა სამარგულიანს პატრულ ინსპექტორი მაშინ დაუპირისპირდა, როცა პენსიონერი მოქალაქეს გამოესარჩლა, რომელმაც პოლოციელების სიგნალის საფუძველზე მანქანა დროულად გზის სავალი ნსაწილი მეორე მხარეს ვერ გადაწია, რის გამოც დაკავება დაუპირეს.
პოლიციელი, რომელიც ხანშიშესულ კაცს ყელში წვდა, ადგილიდან მიიმალა. ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში გაიჩინარდა. პოლიციელები, რომლებიც ადგილზე დარჩნენ, მათი თანამშრომლის მიერ მოქალაქეზე ძალადობის შესახებ არ საუბრობენ.
პოლიციელის თავდასხმის შემდეგ პენსიონერს დაკავება დაუპირეს, რა დროსაც ის დაეცა და გონება დაკარგა. პაატა სამარგულიანი გვიყვება, რომ სამართლდააცმველებმა არაპროპოტციული ძალა გამოყენეს და უკანონობის შემხედვარემ პოლიცია მხოლოდ გააფრთხილა, რომ ამის გამო პასუხი მოეთხოვებოდათ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.