სულ ვიდეოების რაოდენობა 11

15 წლის ბიჭი,გოგოს მეშვეობით, მოტყუებით მიიყვანეს ჯურღმულში… წამების შემდეგ სისხლისგან გაწმინდეს ბავშვი და უთხრეს, არ განეცხადებინა პოლიციაში” – უმძიმესი დანაშაულის დეტალები

9-07-2025, 17:46
621


და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და მეტ­რო­სად­გურ “სა­მა­სი არაგ­ვე­ლის” მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იქ არის რა­ღაც ჯურღმუ­ლი, შავი ხვრე­ლი, სა­დაც სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ. ბავ­შვი სულ სხვა­გან ცხოვ­რობს, მაგ­რამ რო­გორც გი­თხა­რით, იქამ­დე მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს. ეს არის ფა­შის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, თა­ვი­ან­თი თე­მა­ტი­კა და მო­საზ­რე­ბე­ბი აქვს. რო­გორც ჩანს და იმე­დი მაქვს დად­გინ­დე­ბა, რომ ასე ზრდი­ან სივ­რცეს, რა­ო­დე­ნო­ბას, მათ­ზე და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბის. ბავ­შვს ასე გა­უს­წორ­დნენ იმის გამო, რომ რა­ღაც თე­მა­ზე თა­ვი­სი აზრი გა­მოთ­ქვა.


მო­ძა­ლა­დე­ე­ბი ძა­ლა­დო­ბის დროს და­ნა­საც იყე­ნებ­დნენ და პის­ტო­ლეტ­საც. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სდა და გა­ე­წია სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. კლი­ნი­კაც კი ბავ­შვის­თვის დიდი სტრე­სი და ამი­ტომ ექი­მის თან­ხმო­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს სახ­ლში, სა­დაც დღე­საც მკურ­ნა­ლობს. მო­ცე­მუ­ლო­ბა უმ­ძი­მე­სია, კად­რე­ბი თვი­თონ გა­ავ­რცე­ლეს და ჩანს ყვე­ლა­ფე­რი. ეს საქ­მე უნდა მი­ვი­დეს ბო­ლომ­დე. სა­ჯა­როდ უნდა გა­ვა­ცხა­დოთ რომ სა­მო­მავ­ლოდ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ და­ცუ­ლე­ბი.


რო­დე­საც ასეთ ქმე­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მო­ზარ­დე­ბი, ეს უკვე სა­გან­გა­შოა, ისიც გა­სარ­კვე­ვია ვინ­მეს ში­შით ხომ არ მოქ­მე­დებ­დნენ. ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია. დი­დია ალ­ბა­თო­ბაც, რომ ესე­ნი პირ­ვე­ლად არ აკე­თებ­დნენ ამას. პირ­ვე­ლი ქმე­დე­ბის დროს ასე სა­დის­ტუ­რად არ მო­იქ­ცე­ვა ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს არ არის მათი პირ­ვე­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლიც.


რო­გორც ვი­ცით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ნა­სა­მარ­თლე­ვია. 13- 15 წლის ბავ­შვე­ბი ამ სი­სას­ტი­კეს რომ ჩა­დი­ან, ამა­ზე უნდა ვიყ­ვი­როთ. 26 წე­ლია ად­ვო­კა­ტი ვარ და ბევ­რი საქ­მე მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ასე­თი მძი­მე და სა­ში­ში ფაქ­ტე­ბი არ ვიცი. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­და, მათ შო­რის გო­გოც, ყვე­ლა­ფერს ვერ გე­ტყვით ახლა. ჩემ­თვის ეს ფაქ­ტი არის შემ­ზა­რა­ვი, რო­მელ­ზეც უნდა ვიყ­ვი­როთ და გა­ვა­კე­თოთ ძა­ლი­ან სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა. არ­სე­ბობს უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი და დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს კად­რე­ბი საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბად იქ­ნე­ბა დარ­თუ­ლი. აქვე გე­ტყვით, რომ ბიჭი მო­ძა­ლა­დე­ებს პი­რა­დად არ იც­ნობს და მათი გა­დაკ­ვე­თის ერ­თა­დერ­თი წერ­ტი­ლი იყო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი.


რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბულ 9-კა­ცი­ან ჯგუ­ფის ყვე­ლა წევ­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა. ამ ჯგუ­ფის ლი­დე­რი 30 წლი­საა. ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რი­საა კი­დევ ერთი სრულ­წლო­ვა­ნი – 18 წლის ახალ­გაზ­რდა. და­ნარ­ჩე­ნი შვი­დი და­კა­ვე­ბუ­ლი 14-დან 17 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დე­ბი არი­ან, მათ რი­ცხვშია 15 წლის გოგო, რო­მელ­მაც ბიჭი მო­ი­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნა იქ და თა­ვა­დაც იძა­ლა­და. ყვე­ლა მათ­განს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სახ­ლე­ბის ჩხრე­კი­სას, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­თან ერ­თად ნა­ხეს “ნა­ცის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კის” ნივ­თე­ბი, და­სა­კე­ცი და­ნე­ბი, კას­ტე­ტე­ბი, პნევ­მა­ტი­კუ­რი ია­რა­ღე­ბი“.


ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ დავ­კავ­ში­რე­ბო­დით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებს, მაგ­რამ ისი­ნი დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ რად­გან საქ­მე არას­რულ­წლოვ­ნებს ეხე­ბა, მათი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ისა­უბ­რე­ბენ.

რეკომენდირებული