ტრაგედია მოხდა თბილისში: 17 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
8-07-2025, 09:24
109
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
საბურთალოზე, პეკინის ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად 17 წლის კვირიკე ოდიშელიძემ მძიმე დაზიანებები მიიღო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.