სულ ვიდეოების რაოდენობა 11

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა

2-07-2025, 21:33
153

თბილისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - "პირველების" ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს, რამდენიმე საათის წინ ისანში მოხდა.


როგორც "ტვ პირველს" ადგილობრივები ეუბნებიან, მკვლელობას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.


"პარკინგის გამო დაიწყო ჩხუბი და ბოლოს ასე ტრაგიკულად დასრულდა", - ეუბნება "პირველებს" ადგილობრივი. 


ადგილზე ამ წუთებშიც პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დანაშაულის ადგილი პოლიციას ყვითელი ლენტებით აქვს შემოსაზღვრული. 

რეკომენდირებული