დანით შეიარაღებული კაცი გამვლელებს თავს დაესხა – მომხდარის დეტალები
1-07-2025, 14:05
73
გერმანიაში მამაკაცი დანით გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. შემთხვევა ბავარიის ქალაქ მელრიხშტადტში მოხდა.
გამოცემის მტკიცებით, მამაკაცი უკვე დაკავებულია. ის 21 წლის არის. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.