დაკავებული 31 წლის ქართველი ქალია... მას მოხუცის მომვლელად უნდა ემუშავა" - საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს
საინფორმაციო პორტალი
"დაკავებული 31 წლის ქართველი ქალია... მას მოხუცის მომვლელად უნდა ემუშავა" - საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს
12:41 / 01-07-2025
"დაკავებული 31 წლის ქართველი ქალია... მას მოხუცის მომვლელად უნდა ემუშავა" - საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს
ქიოსის სამწევრიანმა სისხლის სამართლის სასამართლომ 31 წლის საქართველოს მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ქალი დაუდევრობით გამოწვეულ ხანძარში ცნეს დამნაშავედ. ინციდენტი გასულ ორშაბათს დილით, ქიოსის ლეპტოპოდას რაიონში მოხდა.
საქმის დეტალებით ცნობილია, რომ ქალი კუნძულზე სულ რაღაც 24 საათით ადრე ჩავიდა სამუშაოდ. მას მოხუცი ქალის მომვლელად უნდა ემუშავა, რომელიც ასევე ლეპტოპოდას რაიონში ცხოვრობს. მას შემდეგ რაც ქალმა ნახევრად ჩამქრალი სიგარეტი გზაზე გადააგდო, მიმდებარე მცენარეულ საფარს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევას ჰყავდნენ თვითმხილველები.