ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება” - ცვლილება, რომელიც მალე ძალაში შევა
1-07-2025, 10:01
28
.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევის, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.