სულ ვიდეოების რაოდენობა 11

წყალმა ექვსი ადამიანის ცხედარი გამორიყა” – ადგილობრივები რეგიონში სერიული მკვლელის არსებობაზე ალაპარაკდნენ

1-07-2025, 08:11
297

მარტიდან მოყოლებული, კონექტიკუტში, მასაჩუსეტსსა და როდ-აილენდში წყალმა ექვსი ადამიანის ცხედარი გამორიყა. პოლიციის განცხადებით, 3 მათგანის ცხედარი იდენტიფიცირებულია – ის 35, 56 და 59 წლის ქალებს ეკუთვნით. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 


NBC Connecticut-ის ცნობით, 19 მარტს, კონექტიკუტის სანაპიროზე ცხედარს მიაგნეს. გამომძიებლების განცხადებით, ის 40-60 წლამდე ასაკის ქალს ეკუთვნოდა. ცხედარი ჩემოდანში იყო მოთავსებული. იგივე სცენარი მალე კონექტიკუტის სხვა 2 ქალაქშიც განმეორდა. პოლიციამ ადამიანის თავის ქალა იპოვა… 


გავრცელებულმა ინფორმაციამ ადგილობრივები რეგიონში სერიული მკვლელის არსებობაზე დააფიქრა. მათი თქმით, შემთხვევები ერთმანეთთან კავშირშია და გამოძიებას საჭიროებს. 


„ეს ნამდვილად სერიული მკვლელის ნამოქმედარია”,- წერს Tik-Tok-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.


პოლიცია მოსახლეობას წინასწარი დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

რეკომენდირებული