ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - ადგილიდან მოსახლეობა გაიყვანეს
28-06-2025, 20:08
8
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა - ღვერკსა და ხემაღალიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მუნიციპალირეტის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი, სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება.
დღეს აღნიშნულ სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.