1-ლი ივლისიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება – დეტალები By
დამტკიცებულ რეგლამენტზე, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების შემცველობა შემოწმდება.
ბაზარზე პროდუქციის ზედამხედველობას ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იქნება, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეაჩეროს პროდუქტის იმპორტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, რათა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება
სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნების წარმოება და ვაჭრობა ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. აღნიშნულს გულისხმობს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები.
კერძოდ, 2025 წლის 1-ლი ივლისიდან სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვა ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან გატანის ნებართვის (ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვის გარდა) მოპოვებისთვის ასაკობრივი ცენზი – 18 წლიდან განისაზღვრება. სასიგნალო იარაღით/მისი ვაზნით ვაჭრობის, ამ იარაღის/ვაზნის დამზადების (წარმოება) და სასიგნალო იარაღის შეკეთებისთვის სალიცენზიო მოსაკრებელი იქნება 100 ლარი. ცვლილებების თანახმად:
ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 6 ლარი,
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სასიგნალო იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვისთვის – 8 ლარი.
იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის ფიზიკური პირისთვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება 6 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის – 12 ლარის ოდენობით.
როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და ვაზნის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვისთვის მოსაკრებლის განაკვეთი იქნება 8 ლარი.
თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლას აძვირებს
1-ლი ივლისიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ღირებულებას კვლავ აძვირებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ ე.წ. ოქროს ფრანკის ღირებულება, რომელიც თურქეთის სრუტეებში გაუჩერებლად გამავალი გემებისთვის დაწესებული გადასახადის გამოსათვლელად გამოიყენება, 15%-ით გაიზრდება და 5.83 დოლარით განისაზღვრება. მანვე დასძინა, რომ ღირებულება ყოველ მომდევნო წელს გადაიხედება.