სულ ვიდეოების რაოდენობა 11

1500 და 4500 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს

23-06-2025, 16:57
380

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა:


I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;

II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;

III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;


ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.


ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;


გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:


I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი;

II შვილი – 300 ლარი;

III შვილი – 450 ლარი;


ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.


ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.


ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;


ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს “მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის” სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან


9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.საკრებულოს დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის” დამტკიცების შესახებ იხილეთ ბმულზე.

რეკომენდირებული